adult playgrounds

დიდების სათამაშო მოედანი

„დიდების სათამაშო მოედნები“ - ტერმინი აღვიძებს იმ დროის მოგონებებს, როცა თქვენ და თქვენი სამი მეგობარი აღმოჩნდით შაბათ-კვირის წვეულებაზე, რომელიც მოიცავდა: ლეოპარდის პრინტიან ქამარს, სამხილებით სავსე დაუმიზნე-და-გადაიღე ფოტოკამერას და ანულირებულ ქორწინებას. კარგი დრო იყო. მაგრამ სანამ თქვენ არასწორი აზრი შეგექმნებათ, გაცნობებთ, რომ ჩვენი დიდების სათამაშო მოედანი რაიმე საეჭვო ქცევას არ გულისხმობს.

ეს უფრო ეხება ურბანულ სათამაშო მოედნებსა და პარკებს, რომლებითაც შეუძლიათ ისიამოვნონ, როგორც უფროსებმა, ასევე ბავშვებმაც. ისინი ხშირად ისე არის მოწყობილი, რომ ზრდასრულმა ადამიანმა თავის თავში კვლავ აღმოაჩინოს პატარა ბავშვი, საკუთარ თავს სხვადასხვა ჯანსაღ აქტივობებში ჩართულობით დაეხმაროს სტრესის მოხსნაში და ეს ყველაფერი ნებისმიერი ძვირადღირებული სპორტული ვარჯიშების პროგრამაზე ხელის მოწერის გარეშე.

ეს ტრენდი, მთელი მსოფლიოს მასაშტაბით დიზაინერებისა და ქალაქის დაგეგმარების მუშაკების მიერ არის შემოტანილი. გთავაზობთ სტერილური, სპორტულ დარბაზში ვარჯიშის სასიამოვნო ალტერნატივას, ვარჯიშს, სოციალიზაციას, კრეატიულობას და გართობას საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრალურ ადგილებში.


ჩვენ მოვიძიეთ ხუთი არაჩვეულებრივი დიდების სათამაშო მოედანი მთელი მსოფილოს მასშტაბით, რათა თქვენ გაგაოცოთ და ვიმედოვნებთ, ერთხელ თქვენ თავადვე გამოსცდით ამას.

სუპერკილენი - კოპენჰაგენი, დანია

სუპერკილენი დიდების სათამაშო მოედნის იდეალური მაგალითია. პარკი სამ ნაწილად იყოფა: წითელი კვადრატი, შავი ბაზრობა და მწვანე პარკი, რომლიდანაც თითოეულს აქვს თავისი უნიკალური დიზაინის ელემენტები, როგორებიცაა გასართობი მოწყობილობებბ, ბარებკიუს და პიკნიკის სივრცეები, მწვანე ზონები, ცხოველების მონაკვეთები, სპორტული მოწყობილობები ისევე, როგორც რამდენიმე ველოსიპედის ბილიკი. პარკი განკუთვნილია მრავალფეროვნების აღსანიშნავად და მოიცავს ნივთებს, როგორიცაა საქანელები ერაყიდან, სკამები ბრაზილიიდან, საძრომები ზანზიბარიდან, შადრევანი მოროკოდან და იაპონური რვაფეხას ჯუნგლების სპორტულ დარბაზი. ამ ადგილასთითოეული იპოვის თავისთვის სასურველ რამეს.

მაუნთ მითე - ბერლინი, გერმანია

იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს ცოცვა, მაუნთ მითე განთავსებულია ბერლინის შუაგულში. ეს არის მაღალი უზარმაზარი თოკების შეჯამება, რომელსაც გააჩნია სამი სხვადასხვა დონე, ექვსი სხვადასხვა კურსი, ოთხმოცდაათი სხვადასხვა წინაღობე და არაჩვეულებრივი ქალაქის ხედი, თუკი თქვენ, რა თქმა უნდა, არ თავბრუსხვევას არ უჩივით. თუ ცოცვა თქვენთვის შესაფერისი არ არის, მაშინ შეგიძლიათ სანაპიროზე ფრენბურთის თამაშით ისიამოვნოთ, ან კი იქვე მდებარე ჰავაურ ბარში დატკბეთ გემრიელი კერძებითა და სასმელებით.

ვეფხვი და კუ - ჯადოსნური მთა, დუისბურგი, გერმანია

დაპროექტებულია დიზაინერი მხატვრების - ჰეიკე მუთერის და ულრიხ გენტის მიერ. ეს ამაღლებული გზა მიმსგავსებულია ამერიკულ ატრაქციონებს მანქანების გარეშე. 21 მეტრის სიმაღლის ბილიკი მოთავსებულია დუისბურგის მთაზე, რომელიც თქვენს თვალწინ არაჩვეულებრივ ხედებს შლის. მსურველებს შეუძლიათ აისეირნონ, აირბინონ ან აცოცდნენ ამ ბილიკზე, თუმცაღა სადღაც ფიზიკურად ჩაკეტილი გზა დაგხვდებათ. ღიაა დღისით და ღამით, განათებულია და ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილებაა მათთვის, ვისაც გაუმართლა იქ მოხვედრა.

ქალაქის მუზეუმი, სენტ-ლუისი, აშშ

მუზეუმი, რომელიც მოიცავს 600, 000 კვადრატულ ფუტზე მეტს, არის ზღაპრული ადგილი დიდებისთვისა და პატარებისთვის. ის შედგება სხვადასხვაგვარი არქიტექტურული და ინდუსტრიული ობიექტებისგან, სადაც სტუმრები წახალისებულნი არიან შეეხეონ, იცოცონ და ითამაშონ სხვადასხვა გამოფენებზე. მას გააჩნია ათ სართულიანი სასრიალო, ხელოვნური გამოქვაბულები, ეშმაკის ბორბალი და ორი თვითმფრინავი. ხოლო შაბათ-კვირას, საღამოობით, ის ღიაა მხოლოდ ზრდასრულთათვის და გააჩნია ბარი მათთვის, ვისაც კიდევ უფრო მეტად სურს გართობა.

ჯეჯუ ლავ ლენდი, სამხრეთ კორეა

კარგი, ეს ადგილი მოიცავს იმ „სხვა“ უფროსების სათამაშო მოედანს, რომლის შესახებ თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ. აღწერილი, როგორც ეროტიული თემატიკის პარკი, ის გაიხსნა 2004 წელს, რის უკანაც სექსის გარშემო ტრადიციული ტაბუს დარღვევის მცდელობა იყო და სექსუალურობის ბუნებრივი სილამაზის აღნიშვნა. პარკი მოიცავს 140 სკულპტურას, რომელიც სხვადასხვა სექსუალურ პოზას განასახიერებს, ისევეე როგორც, ასევე წარმოდგენილია ეროტიულ ვიდეოები და სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები. პოპულარული მათთვის, ვინც თაბლობის თვეშია, ეს პარკი მკაცრად მხოლოდ ზრდასრულთათვისაა.


მიდით, ჩაიკარით გულში თქვენი შინაგანი ბავშვი და მოძებნეთ დიდების სათამაშო მოედანი თქვენს ახლომახლოს, რათა მოიხსნათ სტრესი, ივარჯიშოთ, იურთიერთოთ და აღნიშნოთ სამუდამოდ ახალგაზრდად ყოფნა!