A Working Playlist

სამუშაო ფლეილისტი

ღია სამუშაო სივრცეები განმარტოების საშუალებას არ გვაძლევს. ძალიან ხშირად თქვენს ყურადღებას შეჯიბრება უწევს ოფისის თანამშრომლების მიმოსვლასთან, ჩვეულებრივ იზოლატორის გაჩენასთან ან კოლეგების ხითხითთან, რომლებიც ინტერნეტში კატების უახლეს მემეებს ათვალიერებენ. ძალიან ხშირად ხმაურის დახშობის ან უფრო სწორედ, თქვენს სამუშაოზე კონცენტრირების ერთადერთი გზა არის ყურსასმენების მორგება და შესაბამისი მუსიკის შერჩევა.

კვლევები აჩვენებს, რომ მუსიკა ხელს უწყობს პროდუქტიულობის ამაღლებას და აუმჯობესებს განწყობას. მაგრამ რას მოვუსმინოთ და როდის? ცნობილია, რომ კლასიკური მუსიკა მსმენელების ინტელექტს ამაღლებს - ასევე ცნობილი, როგორც მოცარტის ეფექტი, ხოლო ბუნების ხმები აუმჯობესებს კონცენტრაციას და ამძაფრებს კმაყოფილების შეგრძნებას. მაგრამ ხანდახან ვეშაპის ხმის მოსმენა არ განიჭებთ ისეთ სიამოვნებას, როგორსაც მოგანიჭებთ Mick and The Stones, ორშაბათს, დაძაბული დილის შეხვედრის შემდეგ.

Tranquini _ში გვესმის, რომ ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება, შესაბამისად დღის სხვადასხვა მონაკვეთში - სხვადასხვა ფლეილისტი. ასე რომ, ჩვენ შევიმუშავეთ სხვადასხვა ფლეილისტები, რათა სამუშაო დღის გადატანაში დაგეხმაროთ. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს გემოვნებას, აქ თქვენ აუცილებლად იპოვით იმას, რაც დაგეხმარებათ სტრესის მოხსნასა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში.

დილის მოგზაურობა

სამუშაო კვირა არ იწყება ოფისში. ის იწყება დილის მოგზაურობისას. ისევე როგორც ათლეტი ავტობუსში, რომელიც დიდ თამაშზე მიემგზავრება, ეს ფლეილისტი თქვენ დაგეხმარებათ მორალურად მოემზადოთ იმისთვის, რაც თქვენ წინ გელით, ან ყველაზე ცოტა - ყურადღება არ მიაქციოთ იმ სიგიჟეს, რაც მეტროს ვაგონის მეორე მხარეს ხდება.

ფოკუსირების დროა

ახლა, როცა თქვენ უკვე ოფისში ხართ, დროა ფოკუსირება მოახდინოთ და მთელი კვირის საქმიანობის გეგმა დაალაგოთ. ვფიქრობთ, ცოტა კლასიკური მუსიკა სასურველ ეფექტს მოახდენს.

დიდი შეხვედრა

თქვენ უკვე დაგეგმეთ მთელი თქვენი საქმიანობა და თითქმის მზად ხართ დიდი პრეზენტაციისთვის. ერთადერთი, რაც გჭრიდებათ - შესაბამისი მუსიკა, რომ საჭირო ტალღაზე გადახვიდეთ, დაიპყროთ მთელი ოთახი და მოხიბლოთ სასურველი კლიენტი.

შუადღის უეცარი დაცემა

დადგა სახიფათო ლანჩის შემდგომი საათები და თქვენ ცოტათი გეძინებათ. მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. რაც თქვენ გჭირდებათ - ენერგიის ამაღლებაა, რომელიც დაგეხმარებათ შუადღის უეცარი დაცემის გადატანაში და გამოგაცოცხლებაში.

შეიგრძენით კარგი მელოდიები

დღე თითქმის დასრულდა, თქვენ ბერვი გააკეთეთ და ამის გამო თავს კარგად გრძნობთ. თქვენ გჭირდებათ კარგად ყოფნის საუნდთრექი, რომელიც მიესალმება თქვენს არაჩვეულებრივ განწყობას და დღეს სასიამოვნო ნოტაზე დაასრულებს.


დარწმუნებულები ვართ, რომ როგორი სირთულეც არ უნდა მოგიტანოთ დღემ, ცოტაოდენი მუსიკა დაგეხმარებათ კარგი განწყობის შენარჩუნებაში, ფოკუსირებასა და სტრესის მოხსნაში - ეს და კიდევ ერთი ქილა Tranquini.