Romantic Gestures background
Romantic Gestures - red heart
Romantic Gestures - pink heart
Romantic Gestures - cloud
Romantic Gestures - cloud
Romantic Gestures - red heart
http://tranquini.com/sites/default/files/2017-02/romanticGestures_ftSp_taj_behindHeart_%402x.png
Romantic Gestures - cloud
Romantic Gestures - cloud
Romantic Gestures - pink heart
Romantic Gestures - cloud
Romantic Gestures - cloud
Romantic Gestures - red heart
http://tranquini.com/sites/default/files/2017-02/romanticGestures_ftSp_taj_infrontHeart_%402x.png
Romantic Gestures - pink heart

რომანტიკული ჟესტები

რომანტიკული ლანდშაფტი რთულად მართვად სამყაროდ გადაიქცა. სად შეუძლია ადამიანს სიყავრულის პოვნა დღეს? ტინდერში? ჰეპპენში? ოქეი კუპიდში? გრაინდერში? როდესაც გახსნი ამ აპლიკაციას რას აკეთებ? ასრიალებ თითს, მარცხნივ? მარჯვნივ? ზევით თუ ქვევით? “სელფის” გადაღება კარგის თუ ცუდის ნიშანია? ენდობი ბიჭს სახელად ბიფი, რომელსაც ჰყავს ბულდოგი სახელად ბრუზერი, რომლის ჰობიც არის პოეზია და კროსფიტი?

სამყაროში, რომელიც უგრძნობი გახდა წუთიერი გატაცებებით და ურთიერთ-გასაცნობი აპლიკაციებით, ადვილია სიყვარულის შესახებ ცინიზმით საუბარი. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, რადგან კარგი ადამიანები შეგახსენებენ, რომ სიყვარული საკმაოდ ცოცხალი და ჯანმრთელია. შევამოწმოთ ყველა დროის ხუთი ყველაზე რომანტიკული ჟესტი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ სიყვარულში.

რომეო და ჯულიეტა

ალბათ შექსპირის ყველაზე ცნობილი პიესა უიღბლო შეყვარებულების შესახებ სხვადასხვა ოჯახებიდან, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ უმჯობესი იყო მომკვდარიყვნენ, ვიდრე ერთმანეთის გარეშე ეცხოვრათ, მაგრამ მათ ტრაგიკულ სიყვარულს ამაოდ არ ჩაუვლია. სიყვარულის ფატალურმა აქტმა ორი ყველაზე გავლენიანი ოჯახი ვერონაში ერთად შეჰყარა და ახალგზარდებს მრავალი წლის განმავლობაში სიყვარული შთააგონა.

ტაჯ მაჰალი

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტურული საოცრება, ტაჯ მაჰალი წარმოადგენს მავზოლეუმს, რომელიც აშენებულია მუმთაზ მაჰალის სიკვდილის აღსანიშნავად, რომელიც გახლდათ შაჰ იაჰანის მესამე ცოლი, რომელიც გარდაიცვალა მე-14 შვილზე მშობიარობისას. დამწუხრებულმა შაჰ იაჰანმა დაავალა შენობის აგება მის საპატივსაცემოდ, სიყვარულის სახელით. საინტერესოა, როგორ მიიღო ეს მისმა ორმა ცოლმა?

ედუარდ VIII სიყვარულის გამო სამეფო ტახტზე უარი თქვა

1936 წელს გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯორჯ V გარდაიცვალა და სამეფო ტახტი თავის ვაჟს, ედუარდ VIII დაუტოვა. ედუარდი შეყვარებული გახლდათ ამერიკელ სოციალისტ უალის სიმპსონზე. იგი არათუ ბრიტანელი არ იყო, არამედ განქორწინებულიც გახლდათ, რაც იმ დროისათვის სკანდალად ითვლებოდა. ედუარდი არჩევანის წინაშე დადგა სამეფო ტახტს და სიყვარულს შორის და ვინაიდან ის რომანტიკოსი იყო, მან სიყვარული არჩია. წყვილი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე საფრანგეთში ცხოვრობდა.

ჯეი ზიმ ბიონსეს კუნძული უყიდა

როდესაც შენ ჯეი ზი ხარ, ყვავილების უბრალო თაიგული საკმარისი არ არის. ბიონსეს 29-ე დაბადების დღეზე ჯეიმ წინ ერთი ნაბიჯი გადადგა და მას კუნძული უყიდა ფლორიდას სანაპიროზე, რომლის ღირებულება 20 მილიონი დოლარია. უდავოა, რომ ფასი იაფი არ არის.

ჯასტინ ბიბერმა სელენასათვის არენა დაიქირავა

17 წლის ასაკში ჯასტინ ბიბერმა თავისი მეგობარი გოგონა სელენა გომესი პაემანზე მოიწვია ლოს ანჟელესში, კალიფორნაიში სტეპლ ცენტრში, მეოცდაერთიათასე ადგილზე. წყვილმა მარტო უყურა ტიტანიკის დახურულ ჩვენებას. რაც შეეხება პაემანს, ბიებრმა ტვიტერში გაავრცელა ინფორმაცია: “რომანტიკა არ მომკვდარა. მოექეცით თქვენს გოგონებს, როგორც ჯენტლმენები”. და თუ ეს სიტყვები საერთაშორისო პოპ სენსაციიდან ამაში არ დაგარწმუნებთ, მაშინ ვერც სხვა რამ დაგარწმუნებთ.


ასე რომ, გაუზიარეთ სიყვარული, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა და უყიდეთ თქვენს მეგობარ გოგონას კუნძული. თუ ამას ვერ შეძლებთ, რას იტყვით ერთ ქილა ტრანქუინზე?