. (function(html){html.className = html.className.replace(/\bno-js\b/,'js')})(document.documentElement); განიტვირთეთ ტექნიკის საშუალებით – TranQuini

განიტვირთეთ ტექნიკის საშუალებით

უთხოვია თუ არა ოდესმე დახმარება თქვენი ოჯახის რომელიმე უფროს წევრს, რომელსაც „ტექნიკური დეფიციტის“ პრობლემა ჰქონდა: მაგალითად, ბაბუათქვენმა, რომელსაც აწუხებს ნიკრისის ქარი, შეცდომით ჩამოუგზავნა ყველას ვისაც კი იცნობს, საკუთარი ფეხის ცერა თითის ფოტო, ან დედათქვენის ფეისბუქ გვერდი რაღაც ჯადოსნური გზით გადავიდა ჩინურ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის კატეგორიულად უარყოფის, ფეისბუქზე შესვლას. რა გასაკვირია, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მამათქვენი აჭერს „ჩაკეცვის“ ღილაკს მას თითქმის ნერვული აშლილობა ემართება იმ დროს, როცა ცდილობს იპოვოს დაკარგული ფანჯარა.

ტექნოლოგია შეიძლება გახდეს დიდი სტრესისა და დაძაბულობის წყარო ყველა თაობისათვის და არა მხოლოდ თქვენი მშობლებისათვის— აი, უბრალოდ სცადეთ სკაიპით მნიშვნელოვანი ზარის განხოცრიელება ცუდი ინტერნეტ კავშირის დროს. მაშინ როცა ტექნოლოგიის უმეტესობა რეალურად შექმნილი იყო ეფექტურობის გასაზრდელად, თქვენს ცხოვრებაში მეტი სიმსუბუქისა და მოხერხებულობის შემოტანით, ზოგიერთმა ტექნიკამ გამოიწვია საწინააღმდეგო ეფექტი— გაზარდა დაძაბულობა, როდესაც ის ვერ მუშაობს გამართულად, ან ის მოითხოვს თითოეულ თავისუფალ წუთს, მაშინ როცა ჩვენს ტვინს სჭირდება გადატვირთვა.

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე აპლიკაცია, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი სტრესის მოსახსნელად, რომლებიც გეხმარებათ დატვირთული გრაფიკიდან დროის გამონახვაში და იმაში, რომ იყოთ უფრო ყურადღებიანი და დამშვიდებული. ჩვენ მოვიძიეთ 5 საუკეთესო აპლიკაცია, რომლებიც ტრანქვინის ქილასთან ერთად დაგეხმარებათ მოდუნებაში, სტრესის მოხსნაში და იმაში, რომ ტექნოლოგია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. 

Headspace (ცარიელი სივრცე)

ეს აპლიკაცია, რომელსაც ჰყავს 8,5 მილიონ მომხმარებელზე მეტი, მათ შორის: ემმა უოთსონი და რიჩარდ ბრენსონი, აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ეფექტურ სტრესის მომხსნელ აპლიკაციად, რომელიც დღესდღეობით ხელმისაწვდომია. იგი მიზნად ისახავს ყურადღებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებას და სტრესის შემსუბუქებას. აპლიკაცია სპეციფიურად აკეთებს ფოკუსირებას მიმართულ მედიტაციაზე, რომელიც მარტივადაა გაკეთებული. 10-15 წუთი, სულ ესაა, რაც თქვენ გჭირდებათ დღის განმავლობაში, იმისათვის, რომ მოიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე და მოიხსნათ სტრესი.

Breathe2Relax (ისუნთქე, რომ მოდუნდე)

„Breathe2relax“ გასწავლით თუ როგორ გაიუმჯობესოთ სუნთქვა სტრესის შემცირების მიზნით, ვიდეოს საშუალებით. დიაფრაგმული სუნთქვა, როგორც მედიტაცია, დამტკიცებულია, რომ ამცირებს დაძაბულობასა და სტრესს და ხელს უწყობს დამშვიდებას. ის ასევე არეგულირებს გუნება-განწყობას, გეხმარებათ სიბრაზის კონტროლში და დაძაბულობასთან გამკლავებაში.

White Noise (თეთრი ხმაური)

სტრესში გაგდებთ ან არ გაძინებთ თქვენს გარშემო არსებული ხმაური? „White Noise“ ბლოკავს ამ ყურადღების გამფანტველ ხმებს და გეხმარებათ დამშვიდებაში. ფოკუსირება კეთდება საუნდტრეკებზე, როგორებიცაა თერაპიული წვიმისა, ან ტალღების ხმაურზე, რომლებიც ეხეთქება სანაპიროს. გამოიყენეთ ის თქვენს ოფისში ან თქვენს საძინებელში ღამე უფრო მშვიდი და მყურდო გარემოს შესაქმნელად.

Pause (პაუზა)

მეცნიერულად შემოწმებული აპლიკაცია ხასიათდება, როგორც „რელაქსაცია თქვენს თითის წვერებში“. „Pause“ ჰგავს თქვენს მობილურზე ლავა ლამპასთან თამაშს. თუ ვესესხებით უძველები ტაიცზის პრინციპებს, მომხმარებელი ნელა და შეუჩერებლად გადაადგილდება ეკრანზე თავისი თითის წვერით და დაჰყვება წვეთის ფორმის ლავას, რომელიც აღჭურვილია სენსორული შეხების ტექნოლოგიით და აუდიო სიგნალებით. აპლიკაცია იწვევს თქვენს „დაისვენე და მწყობრში მოიყვანე“ საპასუხო რეაქციას, რაც გეხმარებათ ფოკუსირების დაბრუნებასა და სტრესის მოხსნაში სულ რამდენიმე წუთში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ აპლიკაციას მაღალი მიჯაჭვულობის მაჩვენებელი აქვს.

Sleep Cycle (ძილის ციკლი)

კარგი ღამის ძილის მნიშვნელობა, იმისათვის, რომ მოიხსნათ სტრესი და თავი საუკეთესოს იგრძნოთ, ყველასათვის კარგად ცნობილია. „Sleep Cycle“ მონიტორინგს უწევს თქვენი ძილის მსვლელობას თქვენ მობილურში არსებული მიკროფონის ან მოძრაობის დეტექტორის საშუალებით, გრაფიკების გამოყენებით იმისათვის, რომ დაადგინოს რა დროს დაწექით დასაძინებლად, როდის გაიღვიძეთ და თქვენი თითოეული ღამის ძილის ხარისხი. ამ ინფორმაციის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ კორექტივები თქვენს განრიგსა და კვების რაციონში, რათა საკმარისად დაისვენოთ.

ასე რომ, თუ თქვენ აპირებთ დროის გატარებას კომპიუტერთან ან მობილურთან, გამოიყენეთ დრო ჭკვიანურად, რათა შეიმსუბუქოთ სტრესი ზემოთ ჩამოთვლილი აპლიკაციებიდან რომელიმეს გამოყენებით, ან კიდევ უფრო კარგს გეტყვით, ჩაიდეთ მობილური ჯიბეში, აიღეთ ტრანქვინი და გაეშურეთ გარეთ, რათა პოზიტიურად განიმუხტოთ. 

შესაძლოა ასევე მოგეწონოთ...