. იყავი მშვიდად, შეიძინე ჰობი – TranQuini

იყავი მშვიდად, შეიძინე ჰობი

არსებობს ძველი გამოთქმა: ყველას სჭირდება ჰობი. ჰობი გეხმარებათ ცხოვრებაში განავითაროთ თქვენი გემოვნება და ემოციები, ასევე გეხმარებათ რელაქსაციასა და ინტერესთა მიმართულების შეცვლაში. ჰობი თამაშობს გადამწყვეტ სოციალურ როლსაც, რადგან ის ეხმარება ადამიანებს თანამოაზრეების მონახვასა და საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებაში; ასე იბადება და საზრდოობს მეგობრობაც.

მაგრამ ზოგიერთი ადამიანი უყურებს ჰობის, როგორც რეალური ცხოვრებიდან მოწყვეტას, ვიდრე საჭირო საქმიანობას, რომელიც გვეხმარება ყოველმხრივ განვითარებული პიროვნების შექმნაში და სიმშვიდის შენარჩუნებაში მუდამ სტრესულ სამყაროში. უმრავლესობა ჰობისა ნამდვილად გვაძლევს შესაძლებლობას განვავითაროთ და დავხვეწოთ უნარები, რომლებიც საჭიროა ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროებში, და აგრეთვე გვაძლევს ესოდენ საჭირო თავისუფალ დროს.

მაშ, თუ გსურთ შეისწავლოთ ახალი ჰობი და განავითაროთ ზოგიერთი უნარი, რომლებიც დაგეხმარებათ გაწაფულობისა და პროდუქტიულობის გაძლიერებაში, ნახეთ ამ 5 ჰობის სია და სარგებელი, რაც მათ მოაქვთ.

მოამზადეთ ენერგიულად

სავარაუდოდ მზადება არის ყველაზე პრაქტიკული ჰობი. ის მაღალ პროდუქტიულია და ეხმარება ადამინის მთლიან ჯანმრთელობას, ვინაიდან გაძლევთ მეტ კონტროლს თქვენ საკვებზე და იმაზე, თუ როგორ არის ის მომზადებული. მზადება აგრეთვე გაიძულებთ მომავლის გეგმების შედგენას, რაც კარგი ვარჯიშია.

ჩანაწერების გაკეთება

წერა არის თვითგამოხატვის ძლიერი და მნიშვნელოვანი ფორმა, მას შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი ენერგია მიმართოთ რაღაცაში, რაზეც თქვენ გიფიქრიათ გატაცებით. არა აქვს მნიშვნელობა, რა ფორმას მიიღებს ის; წერა გეხმარებათ თქვენი შემოქმედებითი მხარის აღმოჩენაში.

დაიწყეთ ქსოვა

ქსოვა ხშირად ასოცირდება მოხუცებთან, მაგრამ ის იძენს პოპულარობას ყველა ასაკის ჯგუფებში. გარდა იმისა, რომ ის სასიამოვნო გატაცებაა, ქსოვა მწარმოებლობის გაძლიერების ფანტასტიკური ხერხია. ქსოვისთის გამოიყენება ისეთივე მრავალამოცანიანი და დაგეგმვის უნარები, რომლებსაც იყენებს თანამედროვე სამუშაო ადგილი და ის იძლევა მატერიალურ ხელშესახებ საბოლოო პროდუქტს, რომელიც განიჭებთ წარმატების გრძნობას.

ხეზე მუშაობა

ხეზე მუშაობა საოცრად პროდუქტიული ჰობია, იმ ფაქტის წყალობით, რომ თქვენ უნდა დაძაბოთ ყურადღება, რათა წარმოიდგინოთ ის, რისი შექმნაც გინდათ. რაიმეს გაკეთება ნულიდან აგრეთვე საოცრად დამაკმაყოფილებელია, განავითარებს გამოწვევის გრძნობას და საბოლოოდ გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ ყველაზე ძვირფასი უნარი – შეუპოვრობა. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გააკეთოთ რაღაც ნამდვილად სასარგებლო.

დაიკარგეთ თქვენ საკუთარ თავში

თქვენ სავარაუდოდ არ განიხილავთ ამ უკანასკნელს, როგორც ჰობის, მაგრამ ფიქრი და ოცნება აღვიძებს თქვენ შემოქმედებით მხარეს და გაძლევთ შესაძლებლობას გამოიკვლიოთ იდეები, რომლებზეც თქვენ არასდროს გიმსჯელიათ – იდეები, რომლებიც შეიძლება იყოს პასუხები, რომლებსაც თქვენ ეძებთ.

თუ თქვენი ოცნება გამოიწვევს თვლემას, ეს კიდევ უკეთესია – კვლევებმა აჩვენეს, რომ დღის სწრაფი 20-წუთიანი თვლემა გეხმარებათ სიცხადეში, დამახსოვრებაში, გხდის უფრო ყურადღებიანს და პროდუქტიულს.

ამრიგად, თუ თქვენ ეძებთ რელაქსაციის პოზიტიურ ხერხს, რატომაც არ უნდა სცადოთ ამ ჰობიდან ერთ-ერთი. ან უბრალოდ დალიეთ Tranquini-ი

შესაძლოა ასევე მოგეწონოთ...