. (function(html){html.className = html.className.replace(/\bno-js\b/,'js')})(document.documentElement); ვფიქრობ, რომ შევძლებ, ვიცი, რომ შევძლებ. – TranQuini

ვფიქრობ, რომ შევძლებ, ვიცი, რომ შევძლებ.

საცობში ხართ? რძე დაგიმთავრდათ? იმდენად გადატვირთული გაქვთ გონება, რომ ვეღარც იგებთ ვერაფერს? მარტივია, გზიდან გადაგიყვანოთ ყოველდღიურმა დატვირთვამ და უხერხულობებმა. ზოგჯერ, უბრალოდ უნდა შეჩერდეთ და იფიქროთ თქვენ ირგვლივ არსებულ დადებით მოვლენებზე. პოზიტიურ ფიქრებში აქტიურად ჩაძირვა ჩვენივე ბედის ბატონებს გვხდის. ვგრძნობთ ძალაუფლებას, ყველაფერი მიღწევადი ჩანს. ასე რომ, ნახეთ ხუთი რამ, რისი გაკეთებაც დაგეხმარებათ პოზიტიურად აზროვნებაში.

შეეშვით ჯონსებთან შეჯიბრს.

სხვების წარმატებაზე დარდი თქვენს მდგომარეობას არაფრით არ ცვლის. ფოკუსირდით იმაზე, რაც გაქვთ და რასაც აკეთებთ და მაშინვე უფრო პოზიტიურად იგრძნობთ თავს, რადგან ენერგიას იქით მიმართავთ, რაც თქვენზეა დამოკიდებული.

ხელახლა განსაზღვრეთ წარუმატებლობა.

გაიაზრეთ, რომ დაცემა აუცილებელია იმისათვის, რომ ფეხზე დადგეთ. Michael Jordan-მა ერთხელ თქვა: “ჩემს კარიერაში 9000-ზე მეტი ნასროლი ამიცილებია. წამიგია 300 მატჩი. 26-ჯერ ჩემზე იყო დამოკიდებული თამაშის ბედი და ამიცილებია კალათს. მარცხი ბევრჯერ განმიცდია ცხოვრებაში. ამიტომაც მივაღწიე წარმატებას.”

ისე მოიქეცით, ვითომ უკვე…

რომც არ იყოთ თავდაჯერებული, მშვიდი და პოზიტიური, მოიქეცით ისე, ვითომ ხართ. რამდენიმე წუთის მერე, იცით რა ხდება? თქვენ ნამდვილად პოზიტიური, თავდაჯერებული და მშვიდი გახდებით.

იცხოვრეთ ახლა.

ზომაზე მეტად ნუ გადავარდებით წარსულში, ან მომავალში. ხშირად ეს იწვევს უარყოფით ფიქრებს თქვენს გონებაში. რასაც ახლა აკეთებთ, იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე რა გაგიკეთებიათ, ან გეგმათ მომავალში.

დააფასეთ, რაც გაქვთ.

გაიხსენეთ, რამდენი კარგი რამე გაქვთ, ეს მარტივი გზაა მეტი პოზიტივი შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში, და მშვენიერი საშუალებაა, გაბრაზებული, მოწყენილი და დაძაბული განწყობა სრულიად შეცვალოთ.

ასე რომ, იფიქრეთ დადებითად და კარგი ამბები მოხდება.

შესაძლოა ასევე მოგეწონოთ...