. იცინით? – TranQuini

იცინით?

მსოფლიო დღეს ისეთი სერიოზულია, როგორც არასდროს: -მანჩესტერ იუნაიტედი უკვე გამოვარდა ჩემპიონთა ლიგიდან, დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პოტენციური პრეზიდენტია და შესაძლებელია, რომ შიმშილის თამაშებს ფრანჩაიზის საფრთხე ემუქრებოდეს. კარგი დროა, რომ გემრიელად გავიცინოთ.

ცხოვრება ადვილი არ არის და მიუხედავად ამისა თუ დაემხობით და ცხარე ცრემლით იტირებთ და ამით სტრესს გაზრდით, უკეთ არ გახდებით.

რა არის გამოსავალი? გაიცინეთ. თქვენ გულიანი ხარხარი დაგეხმარებათ. ხმამაღლა სიცილი სისხლში ჟანგბადის დონეს ზრდის და სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს, რაც სტრესს ავტომატურად ამცირებს. .ნუ მიიღებთ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად, მაშინ ის უკეთესი გახდება და თქვენც გულზე მოგეშვებათ.

გაზეთ Telegraph-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ჩვეულებრივი სიცილი სულ უფროდაუფრო გამოიყენება ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში _ დეპრესიიდან ქრონიკულ ტკივილამდე. ის კიბოთი დაავადებულებსაც კი ეხმარება.

სიცილი ნამდვილად საუკეთესო წამალია

სიცილი ენდორფინებს ათავისუფლებს და სტრესის ჰორმონებ- კორტიზოლსა და ადრენალინს ამცირებს .მერილანდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ სიცილი სისხლძარღვების შიდა სარჩულს, ენდოთელიუმს აფართოებს, რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. „იმუნური სისტემა უკეთ მუშაობს და ამასთან ეფექტურობა 40%-ით იზრდება” – გაუზიარა გაზეთ Telegraph-ს. სიცილისთერაპევტმა ჯული ვაითჰედმა.

ფსიქოლოგი რობინ დუნბარი, ოქსფორდის უნივერსიტეტში ადამიანის ევოლუციის პროცესს სწავლობს. New York Times-თან ინტერვიუში მ მან განაცხადა, რომ შედეგი მიიღწევა არა იუმორის ინტელექტუალური კმაყოფილების წყალობით, არამედ სიცილის, როგორც ფიზიკური ქმედების წაყალობით. „იმ კუნთების ჩვეულებრივი დაძაბვა, რომლებიც ყველასთვის ნაცნობი „ჰა-ჰა-ჰა“ წამოთქმაში მონაწილობს-ს ,-განაცხდა მან-ენდორფინების რაოდენობას და ტვინის იმ ქიმიურ ნივთიერებებს ზრდის, რომლებიც ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს“.

ცნობილი სამედიცინო კვლევითი ორგანიზაცია, მაიოს კლინიკის მონაცემებით,- სიცილი არა მარტო აუმჯობესებს თქვენს ემოციონალურ მდგომარეობას, არამედ ეს პროცესი მართლაც იწვევს ცვლილებებს ორგანიზმში. სიცილი ჯერ ააქტიურებს, შემდეგ კი ანელებს სტრესზე თქვენს რეაქციას, გულის კუმშვის სიხშირე და არტერიული წნევა იზრდება“- აღნიშნავენ კლინიკის მეცნიერები. შედეგი? დაძაბულობის მოხსნის საუცხოო გრძნობა.

თქვენს ცხოვრებაში მეტი სიცილი რომ იყოს, უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ სასაცილო მომენტებს: დაიწყეთ კომიქსებით, იუმორისტული წიგნებითა და კომედიებით. შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან, რომელთაც კარგი იუმორის გრძნობა აქვთ., რომ მათი კარგი ხასიათი თქვენც გადმოგედოთ. და როცა რამე უსიამოვნება შეგხვდებათ, ჩამოჯექით და სიცილი დაიწყეთ. თქვენ სახლში დაბრუნება პიკის საათის დროს გიწევთ, ნერვიულობის ნაცვლად, იცინეთ. შეეცადეთ თქვენს პრობლემებზე გაიცინოთ. და თქვენ ნახავთ, რომ თქვენი სტრესი გაქრება,_ ამტკიცებს მეიოს კლინიკის მეცნიერები. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სიცილი თავიდან ხელოვნური იქნება, უკან ნუ დაიხევთ. ეს თქვენს ორგანიზმს მხოლოდ სიკეთეს მოუტანს.

შესაძლოა ასევე მოგეწონოთ...