. მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე ნაკლები სტრესია – TranQuini

მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე ნაკლები სტრესია

როგორც ბევრი რამ ცხოვრებაში, მსოფლიო ერთგვაროვანი და ერთფეროვანი არ არის. ყველაფერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და კულტურულ ფაქტორებზე. სწორედ ამ მიზეზით, ზოგ ქვეყანაში ცხოვრება გაცილებით უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სხვაგან. გთავაზოთ ჩვენს პლანეტაზე იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სტრესი ყველაზე ნაკლებია.

ისლანდია

გარდა ბუნების იდილიისა, არსებობს რამოდენიმე ობიექტური ფაქტორი, რის გამოც ისლანდია ამ სიის სათავეში მოხვდა. ერთ-ერთია, ისლანდიის 300 000-იანი მოსახლეობის წიგნიერების 100% -იანი დონე. განათლებული მოსახლეობა ლიბერალურ მსოფლმხედველობას მხარს უჭერს და შემწყნარებელია საზოგადოების ნებისმიერი ნაწილის მიმართ, სთავაზობს უსაფრთხო გარემოს სხვა და სხვა უმცირესობის ნებისმიერ წარმომადგენელს. შესაძლოა ამით არის განპირობებული, რომ აქ მკვლელობა პრაქტიკულად არ არსებობს 100000- მოსახლეზე მხოლოდ 1,8 მკვლელობა ფიქსირდება.

დანია

ძნელი არ არის იმის გაგება თუ დანიას, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ჯანდაცვის სისტემა აქვს, რატომ უწოდებენ პლანეტის ყველაზე ბედნიერ ქვეყანას. მიუხედავად მაღალი გადასახადებისა, აქ კორუფციის დონე დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფული საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული, ეს ნამდვილი სოციალური დემოკრატიაა.

ახალი ზელანდია

თავისი სუფთა ქალაქების, გულითადი მოსახლეობისა და მაღალი სოციალური შემწეობის წყალობით, ახალმა ზელანდიამ ამ სიაში საკმაოდ მაღალი პოზიცია დაიკავა. თუ რაგბი გიყვართ, თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ, მაგრამ ახალზელანდიელთა მთავარ სიამაყეს, რა თქმა უნდა, ხელთუქმნელი პეიზაჟები წარმოადგენს. ამაში ნებისმიერი დარწმუნდება, ვინც ტრილოგიას „ბეჭდების მბრძანებელს“ ნახავს.

ავსტრია

ავსტრიაში მოზარდებს არჩევნებში ხმის უფლება უკვე 16 წლის ასაკიდან ეძლევათ. შესაძლოა, ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქვეყანაში გასაოცრად სუფთა გარემოა, სადაც ყველაფერი უზადოა. ავსტრია, აგრეთვე, ამაყობს განვითარებული სატრანსპორტო სისტემითა და დანაშაულის ძალზე დაბალი დონით. აქ ცხოვრება გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ბევრს ჰგონია. ამას გარდა, ავსტრია -Tranquini-სამშობლოა.

შვეიცარია

შვიცარიის ხელისუფლება დიდ თანხებს აბანდებს ქვეყნის მოსახლეობის კეთიდღეობის საქმეში. და მათ განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ პაკეტებს სთავაზობს, შედეგად-ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ჯანმრთელი ერია. შესაძლოა, ამ ქვეყანან სახელი თავისი საბანკო სისტემით, სამთო-სათხილამურო კურორტებით და (ბოლო დროს) საფეხბურთო სკანდალებით გაითქვა, მაგრამ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია ყველაზე დიდ საგანძურში, ქვეყნის მოსახლეობაში განხორციელდა.

იაპონია

ითვლება, რომ იაპონიის საზოგადოებრივი საპირფარეშოები მსოფლიოში ყველაზე სუფთაა. აგრეთვე აღსანიშნავია, საქვეყნოდ ცნობილი ადგილობრივი სამზარეულო და სატრანსპორტო სისტემა – მთელი მსოფლიოს შურის საგანი. იაპონელები- პლანეტის ყველაზე შრომისმოყვარე ნაციაა, რომელმაც ძალზედ მოკლე ხანში იაპონია ტექნიკური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანად აქცია.

ფინეთი

თუ თქვენ მუდმივი ბინდის საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, მაშინ ფინლანდიას ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. ამ ქვეყანაში კორუფცია პრაქტიკულად არ არსებობს. თითქმის არ იგრძნობა კლასობრივი განსხვავება. აღსანიშნავია გენდერული თანასწორობის მაღალი მაჩვენებელი. ფინეთს ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა აქვს. ბავშვები ხანგრძლივი არდადეგების დროს სუფთა ჰაერით ტკბებიან და შესაძლოა, ჰიპერაქტიურობისადმი ყურადღების დეფიციტის სინდრომით გამოწვეული დაავადებების სიმცირე სწორედ ამის შედეგია.

კანადა

კანადური ოჯახის საშუალო შემოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელ მსოფლიოში. კანადა, სადაც ადამიანებს ღირსების და უნარის მიხედვით აფასებენ, მუშაობისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს იძლევა. ეს მშვიდობიანი ქვეყანაა, სტაბილური ეკონომიკითა და უკიდეგანო და ხელუხლებელი ბუნებით. ეს ცხოვრებისთვის საუკეთესო ადგილია

შვედეთი

კიდევ ერთი ქვეყანაა საუკეთესოთა ათეულში! თუ მოგწონთ თოვლიანი, გრძელი ზამთარი, შვეციაში თავს ისე იგრძნობთ, როგორც ზღაპარში. ცხოვრების მაღალი დონით, ახალგაზრდა მშობლებისთვის გახანგრძლივებული დეკრეტული შვებულებით(15 თვე) და სოციალური დაცვის ბრწყინვალე სისტემით, შვედეთი ნამდვილად ამართლებს რეიტინგით დაკავებულ ადგილს.

ბელგია

თუ ლუდი და შოკოლადი გიყვართ და გაუთავებელი წვიმიანი დღეები არ გაშინებთ, ბელგია მოგნუსხავთ ზღაპრული ძველი ქალაქებით, ციხე-კოშკებითა და მუზეუმებით. განვითარებული სატრანსპორტო სისტემის წყალობით, აქედან ლონდონი და პარიზი ხელის ერთ გაწვდენაზეა.: ჩქაროსნული მატარებლით საფრანგეთის დედაქალაქში სულ რაღაც 70 წუთში აღმოჩნდებით.

შესაძლოა ასევე მოგეწონოთ...